რუსეთი კვლავ ცდილობს, საკუთარი საგარეო პოლიტიკა კონსტრუქციულ და პარტნიორულ ჩარჩოში წარმოაჩინოს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ თანასწორ და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებზეა ორიენტირებული, რასაც ის გლობალური თანამშრომლობის საფუძვლად ასახელებს.
“ხაზგასმით აღვნიშნავ და გთხოვთ, თქვენს საქმიანობაში გაითვალისწინოთ, რომ რუსეთი ნებისმიერ საერთაშორისო პარტნიორთან საერთო კეთილდღეობის, სარგებლისა და განვითარებისთვის თანასწორი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ყოველთვის მზად არის”, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, უცხო ქვეყნის ელჩებისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
