ცხელებით და ხველით ექიმი და მშობელი ეჭვს ვერ მიიტანს ფილტვების ანთების არსებობაზე. სუნთქვა უჩვეულოდ უნდა იყოს გახშირებული-ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა ტემპერატურის და სატურაციის გაზომვასთან ერთად სუნთქვის სიხშირის დათვლაც ისწავლონ – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
“იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა. გრიპის ვირუსის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი გართულება ფილტვების ანთებაა. 50%-ზე მეტი ფილტვების ანთება გვქონდა. ძირითადი საშიშროება ფილტვების ანთებაა.
როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი ფილტვების ანთებაზე? – ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმია უჩვეულოდ გახშირებული სუნთქვა.
ცხელებით და ხველით ექიმი და მშობელი ეჭვს ვერ მიიტანს ფილტვების ანთების არსებობაზე. სუნთქვა უჩვეულოდ უნდა იყოს გახშირებული. თუ 2 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, სუნთქვის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში, ძილის მდგომარეობაში 50-ზე მეტია, ეს მიანიშნებს ფილტვის ანთებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა ტემპერატურის და სატურაციის გაზომვასთან ერთად სუნთქვის სიხშირის დათვლაც ისწავლონ“ – აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.