Saturday, July 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ანომალიური სიცხეებმა ამერიკაში დამოუკიდებლობის დღის გეგმები შეცვალა

July 4, 2026
ტემპერატურა +17 გრადუსამდე გათბება – რომელ რეგიონში როგორი ამინდია მოსალოდნელი?

აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ შტატებში ძლიერი სიცხის ტალღამ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ხელი შეუშალა. მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყნის მასშტაბით ათობით აღლუმი, კონცერტი და ფოიერვერკი გაუქმდა ან გადაიდო, წერს Reuters-ი.

ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებებს შორის, რომლებზეც ამინდმა გავლენა მოახდინა, ვაშინგტონში, ეროვნულ ხეივანში გამართული Great American State Fair-იც იყო. ღონისძიება, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროგრამის ნაწილია და 50-ვე შტატის წარმოჩენას ისახავს მიზნად, პარასკევს დროებით შეჩერდა, როდესაც ჰაერის ტემპერატურამ 38 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

მოგვიანებით, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით გაუქმდა ვაშინგტონში დაგეგმილი დამოუკიდებლობის დღის ყოველწლიური აღლუმიც. სინოპტიკოსების პროგნოზით, შაბათს სიცხის აღქმადი მაჩვენებელი 46 გრადუს ცელსიუსამდე უნდა გაიზარდოს.

რეკორდულად მაღალი ტემპერატურა აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში შუა დასავლეთიდან გავრცელდა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ამის მიზეზი ე.წ. „სიცხის გუმბათია“ – მაღალი წნევის სისტემა, რომელიც ცხელ ჰაერს კონკრეტულ რეგიონში აკავებს და ტენიანობის ზრდასაც იწვევს.

ექსტრემალურმა სიცხემ ელექტროენერგიის სისტემაზეც მოახდინა გავლენა. ქვეყნის უმსხვილესმა ელექტროსისტემის ოპერატორმა PJM-მა, რომელიც დაახლოებით 67 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, ავარიული ენერგოდაზოგვის პროგრამებში ჩართულ მომხმარებლებს მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი გენერატორების მწყობრიდან გამოსვლა, გადატვირთული ელექტროგადამცემი ხაზები და კონდიციონერების გამოყენების მკვეთრი ზრდა გახდა, წერს სააგენტო.

ნიუ-იორკში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 17 ათასი მომხმარებელი დარჩა. კომპანია Con Edison-მა მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.

მიუხედავად უკიდურესი სიცხისა, ნიუ-იორკში ასობით ადამიანი შეიკრიბა Madison Square Garden-თან, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოპ ვარსკვლავ ტეილორ სვიფტისა და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ტრევის კელსის საქორწილო ცერემონია გაიმართა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის – სად იზღუდება მოძრაობა თბილისში
  • “ალდეს” ყრილობაზე ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად, საქართველოს დროშიანი ცარიელი სკამი დგას
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge