“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს:
“დღეს, ჩემთვის ძალიან მძიმე დღეა, გასაგები მიზეზის გამო. მაგრამ მაიცნ უნდა მოვიცალო და დავწერო: ივანიშვილის რეჟიმი მზია ამაღლობელს შეგნებულად და დემონსტრაციულად კლავს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოიწერა, დაგმო და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
მიუხედავად ამისა, სისტემა ხაზგასმულად აიგნორირებს ყველაფერს და ცინიკურად არც კი განიხილავს სინდისის პატიმრის არათუ გათავისუფლების, არამედ აღმკვეთი ღონისძიების (პატიმრობის) საკითხის შეცვლის განცხადებას.
ps ახლა უკვე თემურ ქათამაძეც კლინიკაში გადაუყვანით. მასაც სიკვდილი აქვს მისჯილი, როგორც ჩანს, “- წერს ნიკა გვარამია.