Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს რომელ ქალაქებშია ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული? – განახლებული მონაცემები

February 14, 2025
საქართველოს რომელ ქალაქებშია ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული? – განახლებული მონაცემები

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე 14 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული თბილისსა და რუსთავშია.

ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში დაბინძურება ფიქსირდება მარშალ გელოვანის გამზირი №34 -ზე PM2.5-ს მაჩვენებელი 51.55 მკგ/მ3. აღმაშენებლის გამზ., №73ა -ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 67.69 მკგ/მ3.

რუსთავშიც დაბინძურება ფიქსირდება 2 მისამართზე: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 61.67მკგ/მ3 და ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 81.96 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 120.25 მკგ/მ3.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

PM2.5-ის შემთხვევაში 50 მკგ/მ3-ს ზემოთ მაჩვენებელი ძალიან ცუდ მდგომარეობად ითვლება. PM10-ის შემთხვევაში კი 100 მკგ/მ3-ს ზემოთ.

PM დამბინძურებლები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებია, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორი ჯგუფად იყოფა PM10 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 10 მკ-ზე)და PM2. 5 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 2.5 მკ-ზე).აღნიშნულ მცირე ნაწილაკებს რამდენიმე წყარო აქვს ესაა: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად. საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. კერძოდ, ე.წ. აფრიკის მტვერი, რომელიც ძირითადად საჰარის უდაბნოს მტვრის, ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი მტვრის შტორმი ხშირად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დღეს ოფიციალურად შევიტანე სარჩელი სასამართლოში” – რას წერს ია ფარულავა
  • “კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა…”- რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
  • სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge