ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ემზარ ბაღიშვილი 10 მარტს დააკავეს, ხოლო საქმე მის წინააღმდეგ “ჯაშუშობის” ბრალდებით 12 მარტს აღძრეს.
“ბაღიშვილი ეჭვმიტანილია “რესპუბლიკაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასთან, ასევე სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის მარშრუტებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემაში” – აცხადებენ უწყებაში.
