ვარკეთილის მეტროსადგურის ჭერის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დასრულებულა.
ირკვევა, რომ მეტროს რეაბილიტაციის განახლებული პროექტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაახარვეზა, რის გამოც, რეაბილიტაციის პროცესი ისევ შეჩერდა.
შეგახსენებთ, ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი” მუშაობდა.
2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა.
2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა.