Thursday, January 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ექიმის საგანგებო მიმართვა მშობლებს – როგორ ვლინდება ნევროზულობა ბავშვებში

January 15, 2026
ექიმის საგანგებო მიმართვა მშობლებს – როგორ ვლინდება ნევროზულობა ბავშვებში

ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან პოსტს აქვეყნებს, სადაც ჩივილების ნევროზულობაზე საუბრობს

მისი თქმით, ეს არ არის დაავადება, არამედ ნერვული სისტემის ფუნქციური, დროებითი რეაქცია სტრესზე, გადაღლაზე, ემოციურ დატვირთვაზე ან გარემოს ცვლილებაზე:

„ძვირფასო მშობლებო,ნევროლოგების კომპეტენციაა ეს საკითხი,მაგრამ ჩვენც ხშირად ვხვდებით ამ ჩივილებს და რეფერალს ვახდენთ ნევროლოგთან საჭიროებისამებრ!!! ნევროტიულობა ბავშვებში არ არის დაავადება.

ეს არის ნერვული სისტემის ფუნქციური, დროებითი რეაქცია სტრესზე, გადაღლაზე, ემოციურ დატვირთვაზე ან გარემოს ცვლილებაზე.

ბავშვის ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდება და როცა „ზედმეტი დაგროვდება“, ის ამას ქცევითა და ემოციებით გვაჩვენებს.

როგორ ვლინდება ნევროტიულობა?

ყველაზე ხშირად ვხვდებით:

ადვილად გაღიზიანებას

ემოციურ ლაბილობას (უცებ ტირილი, წყენა)

შფოთვას, შიშებს

ძილის გაძნელებას

მუცლის ან თავის ტკივილის ჩივილებს მიზეზის გარეშე

ჩვევით მოძრაობებს (ფრჩხილების კვნეტა, ტიკები)

ბავშვის ინტელექტი და განვითარება ნორმის ფარგლებშია

ხშირი კითხვები მშობლებისგან

ეს ნევროლოგიური დაავადებაა?

არა. უმეტეს შემთხვევაში ეს არის დროებითი ფუნქციური მდგომარეობა, რომელიც სწორი მიდგომით რეგულირდება

წამალი აუცილებელია?

ყოველთვის არა…მკურნალობა იწყება რეჟიმით, ძილის მოწესრიგებით,ეკრანთან ურთიერთობის შემცირებით და მშვიდი გარემოს შექმნით. წამალი მხოლოდ საჭიროებისას ინიშნება ნევროლოგის შეფასების შემდეგ

მაგნიუმი და B6 მართლა ეხმარება?

სწორ შემთხვევებში — კი. ისინი ამცირებენ ნერვული სისტემის ჰიპერრეაქტიულობას და ეხმარებიან ძილსა და ემოციურ სტაბილურობას

მცენარეული საშუალებები უსაფრთხოა?

თუ ასაკისთვის სწორად არის შერჩეული — შეიძლება.

მაგრამ „მცენარეული“ არ ნიშნავს თვითნებურად მისაცემას

რამდენ ხანში ველოდოთ გაუმჯობესებას?

ხშირად პირველი ცვლილებები ჩანს 1–2 კვირაში, სრული დასტაბილურება — რამდენიმე კვირაში.

როდის არის საჭირო სპეციალისტთან მიმართვა?

თუ სიმპტომები ძლიერდება, არ უმჯობესდება რეჟიმის მოწესრიგების შემდეგ რამდენიმე კვირაში ან კიდევ უფრო ირღვევა ბავშვის ყოველდღიური

ქცევა…ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან ჩვენი ემოციების მიმართ.

ხშირად მშვიდი მშობელი ყველაზე ძლიერი დახმარებაა.

ნევროტიულობა უმეტესად გადის — სწორი მიდგომით, მოთმინებით და სიყვარულით“,- წერს ექიმი.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ლილუაშვილს “ოცნების“ დასრულება რომ სდომოდა, 1 დღეში დაასრულებდა”- ირაკლი შაიშმელაშვილი
  • “მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას”- შაიშმელაშვილი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
  • იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge