ეროვნული ბანკის მიერ 13 თებერვალს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8157 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9342 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8440 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.8320 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 2.9770 ლარად, გაყიდვა კი 2.9560 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8300 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.8000 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 2.9500 ლარად, ხოლო გაყიდვა – 2.9000 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.8440 ლარად, გაყიდვა კი – 2.8300 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 2.9750 ლარად, გაყიდვას კი – 2.9450 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8400 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.8050 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 2.9650 ლარად, გაყიდვა კი 2.9150 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
წყარო:bpn.ge