Friday, June 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვისი ბი­ძაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ლე­ვან თუ­მა­ნიშ­ვი­ლი იყო ჩემი ჯგუ­ფე­ლი­სა და მე­გობ­რის მამა…”- რას წერს მამუკა მდინარაძე?

February 13, 2025
“ვისი ბი­ძაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ლე­ვან თუ­მა­ნიშ­ვი­ლი იყო ჩემი ჯგუ­ფე­ლი­სა და მე­გობ­რის მამა…”- რას წერს მამუკა მდინარაძე?

“ვისი ბი­ძაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ლე­ვან თუ­მა­ნიშ­ვი­ლი იყო ჩემი ჯგუ­ფე­ლი­სა და მე­გობ­რის მამა და რა თქმა უნდა მის დაც­ვა­ზე უარს მის შვილს არ ვე­ტყო­დი!” – ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს.

ამ პოს­ტით მდი­ნა­რა­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ წარ­სულ­ში ის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბი­ძის ად­ვო­კა­ტი იყო
“ყო­ველ ორ-სამ წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­მო­ვარ­დე­ბა-ხოლ­მე “ნი­უ­სი” – მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბი­ძის ად­ვო­კა­ტი იყო… მეც არ ვი­ზა­რებ და ყო­ველ ჯერ­ზე ვპა­სუ­ხობ: ვისი ბი­ძაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ლე­ვან თუ­მა­ნიშ­ვი­ლი იყო ჩემი ჯგუ­ფე­ლი­სა და მე­გობ­რის მამა და რა თქმა უნდა მის დაც­ვა­ზე უარს მის შვილს არ ვე­ტყო­დი! (სხვა­თა შო­რის მარ­თა­ლი იყო და გა­მარ­თლდა კი­დეც!)

ყო­ველ­თვის ასე ვიქ­ცე­ო­დი და მო­მა­ვალ­ში რომ და­ვუბ­რუნ­დე ჩემს ძველ პრო­ფე­სი­ას, ჯგუ­ფელს, კურ­სელს, კლა­სელს, მე­გო­ბარს და ა. შ. ნამ­დვი­ლად არ ვე­ტყვი უარს დაც­ვა­ზე, თუ ეს თა­ვად ნა­ცე­ბის ოდი­ო­ზურ, მწა­მე­ბელ და ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე ლი­დე­რებს არ შე­ე­ხე­ბა (თუმ­ცა მა­თაც აქვთ დაც­ვის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა და მათ დამ­ცვე­ლებ­საც კი ვე­რა­ვინ და­ა­მუ­ნა­თებს ად­ვო­კა­ტო­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის ექიმს, მო­ძღვარს და ა. შ. ამას ცალ­კე, არა­ფა­შის­ტუ­რი შეგ­ნე­ბა ჭირ­დე­ბა).

ნა­ცე­ბის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი და უდა­ნა­შა­უ­ლო პა­ტი­მა­რი რომ ვი­ყა­ვი, ის კად­რე­ბი “რა­ტომ­ღაც” არას­დროს “გა­უ­ნი­უ­სე­ბი­ათ” გულ­წრფე­ლად მი­ხა­რია, რომ თა­ვად­ვე მი­დას­ტუ­რე­ბენ – ისე ვცხოვ­რობ და ვა­კე­თებ ჩემს საქ­მეს, რომ ამა­ზე მეტი “კომ­პრო­მა­ტი” ვე­რას­დროს ვე­რა­ფე­რი მი­პო­ვეს ნა­ცებს და გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ცებ­თან მო­ღა­ლა­ტე­ებს წუ­ხელ ძა­ლი­ან გა­უ­ხა­რი­ათ სოცქსე­ლებ­ში.

სა­კუ­თა­რი კომ­პლექ­სე­ბის მოხ­სნის და ბინ­ძუ­რი შავი პი­ა­რის ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ფორ­მა აქვთ არ­ჩე­უ­ლი – ეგ ჩვე­ნი­ა­ნი იყოო (მტყუ­ან­ზე და­ა­გი­ნებ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მა­გას და­გიტ­რი­ა­ლე­ბენ, იგი­ნე­ბაო )”

ისე, რანაირი გარეწარი, თვითლუსტრირებული და მძიმედ დაკომპლექსებული უნდა იყო ადამიანი, გასაშავებლად სხვას შენი თანამოაზრეობა დააბრალო.

ამასობაში ტრამპი და პუტინი მსოფლიოს ახალ არქიტექტურაზე ლაპარაკობენ და ესენი მე დამსდევენ, ვის ბიძას და ბიცოლას ვიცავდი ადვოკატობის დროს – წერს მდი­ნა­რა­ძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ისრაელის თავდასხმებმა, შესაძლოა, ეს გამოიწვიოს…“ – რას აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი?
  • ვახო სანაია 4 000 ლარით დააჯარიმეს – საქმის დეტალები
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge