„სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერი გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია შეაფასა და გამოეხმაურა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტი 13 თებერვალს უყრის კენჭს.
„ჩალის ფასი აქვსო“, იმიტომ ამბობენ, რომ ცდილობენ, ძალის იმიჯი შეინარჩუნონ მყიფე სიტუაციაში, რათა ჩავთვალოთ, რომ სანქციები მათზე არ მოქმედებს. რანაირად არ მოქმედებს? – ვადა აპრილამდეა: უნდა დაინიშნოს არჩევნები…
ვაშაძის თქმით, სიახლეა ის, რომ თუ აქამდე სანქციებს ევროკავშირი კონსენსუსის საფუძველზე იღებდა, „ახლა, ევროპარლამენტი ამბობს, რომ ამ გზას ყველა ეროვნულ დონეზე უნდა დაადგეს“-განაცხადა ვაშაძემ.