სეისმოლოგი თეა გოდოლაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველო დატოვა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„მივმართავ სამშენებლო კომპანიებს, მათ ნამუსგარეცხილ მენეჯმენტს, სხვადასხვა მუნიციპალურ დაწესებულებებს, ასევე ნამუსგარეცხილებს და რაც მთავრია უცოდინარებს. თქვენ შემოგევლეთ, ძალიან კი გინდათ ჩემი თავიდან მოცილება, მაგრამ არ მომკვდარვარ ჯერ, არც ვაპირებ, უბრალოდ სხვა ქვეყანაში დროებით, ისევ ჩემს საქმეს ვაკეთებ. რა იფიქრეთ ახლა, მოვიშორეთ ეს ქალი და როგორც გვინდა ისე “დავაბოლებთ” ხალხსო. ნუ ატყუებთ ამ ხალხს და ნუ ამისამართებთ ჩვენს ინსტიტუტზე სულელური მესიჯებით, თორემ სათითაოდ გამოგფენთ ყველას.
კომპანია “დომუსის” აყროლებული კაცების მენეჯმენტს გადაეცით, ა.შ.შ.-ში ვარ და ჩვენს ტერიტორიაზე “გაჯეჯილება” მოგინდათ? მოგხედავს ჩემი გუნდი და მოგხედავთ თავად, არ იდარდოთ.
თანამოქალაქენო, თუ დროზე ვერ გიპასუხეთ მესიჯებზე- მაპატიეთ, სულ ცოტა ხანში მოვიცლი, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებამ დიდი დრო წაიღო. 24 საათი კონტაქტზე ვარ ჩემს გუნდთან. თქვენს გვერდით ვარ ხალხნო! P.S. 12 საათია დროში სხვაობა, თქვენ რომ იღვიძებთ მე მძინავს და პირიქით, ამიტომ თუ დროზე ვერ გიპასუხეთ არ გაბრაზდეთ 😍“, – წერს ის.