Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

February 12, 2025
„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

„თბილისი ენერჯი“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„9 თებერვალს ღამის 11 საათზე სადისპეტჩერო პროგრამამ ქსელში წნევის ვარდნა დააფიქსირა. ავარია ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მისულ სწრაფი რეაგირების ჯგუფს დაუდგენელი მიზეზით მაგისტრალური 500 მმ -იანი მილი დაზიანებული დახვდა.
🚫 ავარია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ვაკე-საბურთალოს ქსელი ზუსტად 7 წუთში მთლიანად დაიცალა. გაზის გარეშე დარჩა 150 000 აბონენტი.
🔻გაზსადენის აღდგენითი სამუშაოების პარალელურად გათიშულ უბნებში, ყველა კორპუსთან დაიწყო სავალდებულო უსაფრთხოების სამუშაოები-გაზის ცენტრალური ონკანების გადაკეტვა. რაც აუცილებელია გაზის ქსელში შეშვებამდე, თითოეული ოჯახის უსაფრთხოებისთვის. პროცესი გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში და 10 თებერვლის დღის პირველ ნახევარში დასრულდა.
რის შემდეგაც დაიწყო ქსელში გაზის შეშვება.
🔷 კომპანიაში სრული მობილიზაცია გამოცხადდა. სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში 23:00 საათამდე მუშაობდნენ. ვაშლიჯვარი, აგარაკები, თხინვალა, დიღომი, ლისი, ბაგები – იმავე დღეს ავარიის შედეგად გათიშული აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება აღუდგა.
🔻 გაზის მიწოდების აღდგენის სამუშაოები 11 თებერვალს დილის 8:00 საათიდან განახლდა, რადგან ღამის განმავლობაში აკრძალულია გაზის ჩართვა ქსელში აბონენტების უსაფრთხოების გამო. გეგმის მიუხედავად, გათიშული აბონენტების დიდი რაოდენობისთვის გაზმომარაგების სრულად აღდგენა იმავე დღეს ვერ მოხერხდა. დღის ბოლოსთვის ვაკის რაიონი თითქმის სრულად ჩაირთო. საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე კი გათიშული აბონენტების 55%-ს აღუდგა გაზმომარაგება. სამუშაოები 23:00 საათამდე გაგრძელდა.
🔻 12 თებერვალს 8:00 საათზე განახლდა გაზმომარაგების აღდგენის პროცესი. დღის 12 საათისთვის სრულად ჩაირთო ვაკის რაიონი, რის შემდეგაც გამოთავისუფლებული ტექნიკური ჯგუფები დამატებით მთლიანად გადავიდნენ საბურთალოზე. დღის 15:00 საათისთვის საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 76 700 აბონენტს გაზის მიწოდება აღუდგა. აქტიური სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
📣 კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნინოს აქვს გაუსაძლისი ტკივილები, გადაადგილება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს და გამაყუჩებლიდან გამაყუჩებლამდე არის”- ნინო კალანდია
  • ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 12 საათით შეწყდა – ნახეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge