Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უნდათ წარმოაჩინონ, რომ ჩანაწერი იყო მონტაჟი და ვერც კი ამოიცნეს ჩემი და ივანიშვილის ხმა…”-რა განცხადებას აკეთებს გიორგი ბაჩიშვილი?

February 12, 2025
“უნდათ წარმოაჩინონ, რომ  ჩანაწერი იყო მონტაჟი და ვერც კი ამოიცნეს ჩემი და ივანიშვილის ხმა…”-რა განცხადებას აკეთებს გიორგი ბაჩიშვილი?

თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა:

“დღეს იყო სამხარაულის დასკვნა, რომელმაც ვერ იცნო ჩემი და ივანიშვილის ხმა საუბარში. ამით ყველაფერი ცხადია, უნდათ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ეს ჩანაწერი იყო მონტაჟი და ვერც კი ამოიცნეს მასში ჩემი და ივანიშვილის ხმა. სასამართლო ძალიან მალე მოისმენს ამ აუდიოჩანაწერს და მე მგონი, არანაირი ექსპერტი არ იქნება იქ საჭირო, რომ დადგინდეს ვინ არიან იქ მოსაუბრეები.

ჩვენ ეს ჩანაწერი გადაგზავნილი გვაქვს გერმანიაში. იყო ჩამოსული გერმანელი სპეციალისტი, იკვლევენ ამ ჩანაწერს და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გვექნება უკვე პასუხი რეალური საექსპერტო ბიუროსგან და არა ივანიშვილის კანტორისგან.

ჩანაწერის შინაარსია ჩემი და ბიძინა ივანიშვილის 10-წუთიანი სატელეფონო საუბარი, სადაც ცხადია, საუბარი მიდის სასესხო ურთიერთობაზე, როდესაც მე ვთხოვ ივანიშვილს , რომ დახმარება გამიწიოს ქართუ ბანკში სესხის მიღებაში. არანაირ ინვესტიციაზე აქ საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, შესაბამისად, ეს ჩანაწერი აქარწყლებს ყველანაირ ბრალდებას, თუმცა შემდგომ უკვე ივანიშვილმა, როდესაც გაეცნო ამ ჩანაწერს, მეორე ჩვენება მისცა, სადაც აცხადებს, რომ კი, ეს ჩანაწერი პრინციპში სწორია და ასე ვისაუბრეთო, შეიძლება რაღაც მანიპულაციას ჰქონდეს ადგილიო, თუმცა არ უარყოფს ამ ჩანაწერის შინაარსს და ამბობს რომ ჩანაწერში ასახულია პრეისტორია. ანუ, ივანიშვილი ამბობს, რომ კი, სესხზე მოვილაპარაკეთ, ვეხმარებოდიო, თუმცა მერე გადავიფიქრე ამ სესხის მიცემაო, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბაჩიაშვილი მოვიდა და შემომთავაზა მე გავმხდარიყავი ინვესტორიო. ანუ, პირველ ჩვენებაში რასაც ამბობს, მეორე ჩვენებაში ახალ ისტორიას იგონებს.”-ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.

შეგახსენებთ,რომ ბაჩიაშვილს ივანიშვილი დიდი რაოდენობით ბიტკოინების მითვისებასა და ფულის გათეთრებაში სდებს ბრალს. ბიძინა ივანიშვილოი ამ საქმეზე პროკურატურამ “დაზარალებულად” ცნო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნინოს აქვს გაუსაძლისი ტკივილები, გადაადგილება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს და გამაყუჩებლიდან გამაყუჩებლამდე არის”- ნინო კალანდია
  • ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 12 საათით შეწყდა – ნახეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge