Friday, March 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

კახა კალაძე ეუთოს ანგარიშს „სრულ ბოდვას“ უწოდებს

March 13, 2026
“წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“ – კახა კალაძე

სრული ბოდვა არის ამ დოკუმენტში – ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, – ასე ეხმაურება კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე და ყველაფერს ისე გააკეთებს, რაც ქვეყანას სჭირდება და არა „გარედან ვიღაცების დავალებით და ხელის ქნევით მიღებული გადაწყვეტილებები“.

„ეს არის სრული ბოდვა. ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი, რა დგას ამ ყველაფრის უკან. ჩვენ გვთხოვენ გავაუქმოთ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი, გვთხოვენ გავაუქმოთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი“ (TFI), „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და ვიმოქმედოთ არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი სურვილების შესაბამისად. წარმოუდგენელია, ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება და გავიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე და ყველაფერს ისე გააკეთებს, რაც სჭირდება პირველ რიგში ქვეყანას.

დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, დავალებები და თავჩაღუნულები იღებდნენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია და არა გარედან ვიღაცების დავალებით და ხელის ქნევით მიღებული გადაწყვეტილებები.

ინტერესებს რაც შეეხება, ვხედავთ, რა პროცესები მიდის. უკრაინაში ერთსქესიანთა ქორწინება სასამართლომ დაუშვა და ვიცით, საით მიდის ყველაფერი. გარე აქტორების სურვილია, ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა, უკრაინა, საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყოს გამოყენებული. არ დავუშვებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომ დავაზიანოთ ქვეყნის ინტერესი, ეკონომიკა, ქართველი ხალხი. ამას არ გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება.

მთელმა რიგმა ქვეყნებმა: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესპანეთი, აშშ, საფრანგეთი – მხარი არ დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, რაც მისასალმებელია. ეს არის სრული ბოდვა, რაც არის ამ დოკუმენტში“,- აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, მათი სამოქმედო გეგმა მარტივია: გადაწყვეტილებების ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება.

„ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, როგორი საფრთხის წინაშე დგას. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. ჩვენ არ დავუშვებთ, ვიღაცას დიდ ქვეყნებს, პოლიტიკურ მოთამაშეებს შესაძლებლობა მივცეთ, პატარა მაგრამ უდიდესი კულტურის და ტრადიციების მქონე ქვეყანა თავისი ინტერესებით გამოიყენოს. საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი რამხელა უბედურება შეიძლება მოიტანოს ომმა. 2008 წლის ტკივილი და ჭრილობა არ მოგვიშუშებია, მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ“,- აღნიშნა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირანმა ისრაელის ჩრდილოეთს დაარტყა, ისრაელმა თეირანს და სხვა რაიონებს
  • რომეო მიქაუტაძის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა
  • კახა კალაძე ეუთოს ანგარიშს „სრულ ბოდვას“ უწოდებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge