Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მიმართვას ავრცელებს

February 12, 2025
ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მიმართვას ავრცელებს

ის ფაქტი, რომ დღეს 18:00 საათიანი “მოამბე“ წაიყვანა მაია ჭუჭულაშვილმა, ვერ ვიტყვი კონკრეტულად რისი შედეგია, თუმცა, ფაქტია, რომ რაღაც პროცესი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვასილ ივანო ჩიქოვანმა გადაცემა “პირველ ხაზში“ განაცხადა.

ჟურნალისტმა საზმაუში მიმდინარე მოვლენები გავლენებს დაუკავშირა და ამ გავლენების გამტარებლად ვასილ მაღლაფერიძე დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, მთავარი წყაროა იმ პრობლემების, რომელიც დღეს ტელევიზიაშია.

“ნებისმიერი პროცესი თანმდევია გავლენების გატარების, რომლის წყაროც და გავლენების მთავარი გამტარებელი არის ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც იყო გენერალური დირექტორი, შემდეგ კობახიძის მოადგილე და შემდეგ კი სამეურვეო საბჭოში მოხვდა. ის არის მთავარი წყარო პრობლემის, საიდანაც მოდის გავლენები, არაჯანსაღი პროცესები, რომლებიც დღეს ტელევიზიაში გვაქვს.

როდესაც საინფორმაციო გამოშვებაზე არ ზის რომელიმე წამყვანი, პროცესები მიანიშნებს იქითკენ, რომ საქმე ისე არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს ნიუსრუმში, საინფორმაციო სამსახურში და ზოგადად ტელევიზიაში.

ქვეყანაში არის ის დრო უკვე, რომ ყველამ უნდა ვილაპარაკოთ, ყველაფერი ვთქვათ, რომ გარკვეული სირთულეები გადავლახოთ,” – განაცხადა ივანოვ-ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, არ შეუძლია იმის თქმა, რომ საზმაუ პროპაგანდისტულია, თუმცა, ის გავლენა, რომელიც საზმაუში 2017 წელს ვასილ მაღლაფერიძის სახით მოვიდა, შემდეგ კი საკადრო გადაწყვეტილებები განახორციელა, მან იქონია გავლენა სარედაქციო პოლიტიკაზე.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოების ინტერესებს დღეს ვერ პასუხობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს. შესაბამისად, ეს არ არის ის სზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ემსახურება საზოგადოების თითოეული წევრის ინტერესებს“, – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე 18:00 საათიანი “მოამბის” გამოშვება პროდიუსერმა, მაია ჭუჭულაშვილმა წაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 4 თებერვლის შემდეგ 18:00 საათიანი “მოამბე” ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს აღარ მიჰყავს. ტელეწამყვანს, რომელიც სინდისის პატიმარს სოლიდარობას პირდაპირ ეთერში უცხადებდა, მისწერეს, რომ გადაცემიდან მოხსნილი იყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 8200 აბონენტს გაზი შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
  • ავარია თბილისში სანაპიროზე – რა ვითარებაა ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge