დღევანდელი თავდასხმის შემდეგ, მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ექიმმა ანა დალაქიშვილმა ისაუბრა.
„მისი გადმოცემით, ურტყეს თავში, სახეში, გულ-მკერდის არეში. შემოსვლისას ჩაუტარდა კვლევები , თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია . პაციენტს აღენიშნება თავს ტვინის შერყევა, შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა აცხადებს უარს და ამბობს, რომ ხელწერილის საფუძველზე დატოვებს კლინიკას“, – აღნიშნავს ანა დალაქიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს დილით გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც თავდასხმის შესახებ ყვებოდა.
ლაშა გაბიტაშვილის არის ის მოქალაქე, რომელსაც 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები – ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე – ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძეც ჩაერთო.
აბუ-დაბის სამართალდამცავებმა დაპირისპირებული მხარეები დაკითხა. როგორც გაირკვა, ზარქუა და სანიკიძეს ფულადი ჯარიმები დაეკისრათ.