მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც 1 თვის წინ, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები – ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა – თავს დაესხნენ, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს.
გაბიტაშვილის თქმით, მას სახლთან სამი ნიღბიანი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები – ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე – მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძეც ჩაერთო.
აბუ-დაბის სამართალდამცავებმა დაპირისპირებული მხარეები დაკითხა. როგორც გაირკვა, ზარქუა და სანიკიძეს ფულადი ჯარიმები დაეკისრათ.