UFC 312-ზე ალექსანდრე თოფურიამ სადებიუტო ბრძოლაში ავსტრალიელი მებრძოლი, კობი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ((30–27, 30–27, 30–27) დაამარცხა.
როგორც ალექსანდრესთვის, ისე მისი მეტოქისთვის ეს ბრძოლა UFC-ში სადებიუტო იყო. თიქნესმა მანამდე გამართული 7-ივე ბრძოლა მოიგო, ხოლო „ელ კონკისტადორს“ 6 ჩხუბიდან 5 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა.
ალექსანდრე თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვება აჭარულის ცეკვით აღნიშნეს: