სომხური ექსპორტის თითქმის 80% ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე შევა – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯის შედეგად, სომხეთს შესაძლებლობა ექნება, ევროკავშირის 450-მილიონიან ერთიან ბაზარზე გადაიტანოს ის პროდუქცია, რომელიც ამ დრომდე ძირითადად რუსეთის ბაზარზე გადიოდა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი რეჟიმი პრაქტიკულად გახსნის ევროკავშირის ბაზარს სომხეთის ექსპორტის 99%-მდე ხილ-ბოსტნეულისა და მცენარეების მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის წვდომას სასმელებისა და სხვა პროდუქციისთვის.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკვე გამოყოფს დამატებით 18 მილიონ ევროს სომხეთის სავაჭრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რაც მთლიანობაში 52 მილიონ ევროს მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია. მისი განცხადებით, ასევე იგეგმება ექსპერტების გაგზავნა სომხეთში, რომლებიც ადგილობრივ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს დაეხმარებიან ევროკავშირის ბაზრის შესაძლებლობების გამოყენებაში.
