კუნძულ სანდორინზე მიმდინარე მიწისძვრის ფაქტებთან დაკავშირებით ათენში საქართველოს საკონსულო უსაფრთხოების რეკომენდაციებს ავრცელებს.
“კუნძულ სანდორინზე მიმდინარე მიწისძვრის ფაქტებთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, საბერძნეთის რესპუბლიკის კრიზისებისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს პრევენციულ ღონისძიებებსა და უსაფრთხოების რეკომენდაციებს:
ყველა საგანმანათლებლო ერთეულის ფუნქციონირება შეჩერებულია;
დახურულ სივრცეებში დაგეგმილი ღონისძიებები და შეკრებები გაუქმებულია;
მოერიდეთ ამუდის, არმენის, თირასიის ტერიტორიებზე და ფირას ძველ პორტში შესვლას;
მოერიდეთ მიტოვებულ შენობებთან მიახლოებას; აირჩიეთ უსაფრთხო მარშრუტები საქალაქო და შიდა მუნიციპალურ გზებზე გადაადგილებისას; განსაკუთრებით მოერიდეთ მეწყერსაშიშ ციცაბო ფერდობებს;
ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაშორდით სანაპირო ზოლს.
შენობებიდან გაიტანეთ სახიფათო ნივთები;
დაცალეთ საცურაო აუზები წყლისგან;
გემის გასვლის საათების გარდა მოერიდეთ ათინიოსის პორტს.
თირას მუნიციპალიტეტში იკრძალება სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოები;
გთხოვთ თვალყური ადევნოთ და დაიცვათ როგორც ადგილობრივი ორგანოების, ასევე კრიზისებისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
შეგახსენებთ, რომ 24 საათის განმავლობაში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000”,- წერია ინფორმაციაში.