იტალიის პოლიციამ სისხლის სამართლის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში ჩასულმა მიგრანტმა რომის აეროპორტში ხანძარი გააჩინა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, რომში მდებარე “ჩამპინოს” აეროპორტში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
“უსახლკარო მიგრანტმა, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოდან არის, ხანძარი აეროპორტის საკონტროლო კოშკურაში გააჩინა. “ჩამპინო“ იძულებული გახდა შეეჩერებინა ყველა ფრენა. აეროპორტი მას შემდეგ გაიხსნა, რაც შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო მანქანები მივიდნენ,“ – წერს გამოცემა gbnews.
ორივე დაშავებული აეროპორტის პერსონალი იყო. ხოლო, გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დააკავეს.