Friday, March 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს

March 13, 2026
“ეს არის იმ BBC-ის პროპაგანდის გაგრძელება, რომელიც, როგორ ჩანს ბრიტანეთის ოფიციალური წრეებიდან იყო ნაკარნახევი” – შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს – ამის შესახებ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

თენგიზ შარმანაშვილმა საუბარისას დოკუმენტის შინაარსი შეაფასა და აღნიშნა, რომ კონკრეტული კანონების გაუქმების თაობაზე მოწოდებები ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას ნიშნავს.

მისი თქმით, დოკუმენტში რეკომენდაციების პარალელურად წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები და ქვეყნის მიმართ მხოლოდ მბრძანებლური ტონია გამოყენებული.

„რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების გაზიარებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი. საკანონმდებლო სივრცე ქვეყნის სუვერენული უფლებაა და ამას არ შევეხებით. რატომ არ შევეხებით, მათგან განსხვავებით, ეს დასაბუთებული გვაქვს. ისინი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ბრძანებლური ტონით გვითვლიან, ეს გაასწორეთ, ეს გააუქმეთო. ჩვენ ვასაბუთებთ, ეს კანონმდებლობა რატომ მივიღეთ. ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობაში კონკრეტული საკითხებია მოცემული, რომელსაც ჩვენთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს. აქაური რადიკალები ამ დასკვნას დიდი სიხარულით რომ შეხვდნენ, რა გავაუქმოთ? ერთნაირსქესიანთა ქორწინება, რომელიც კონსტიტუციით არ არის დაშვებული, სამოქალაქო სხვა კავშირით დავუშვათ? ჩვენებმა ხმამაღლა თქვან, რომ ამას ითხოვენ, თავის აზრებს რომ მალავენ. კანონმდებლობით, სქესის გადაკეთების ოპერაციები და პროპაგანდა რომ იკრძალება, ეს გავაუქმოთ? თქვან, რომ საქართველოში სქესის გადაკეთებაც უნდა იყოს და არასრულწლოვანებთან ღია პროპაგანდა უნდა შეიძლებოდეს. შემდეგ, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, რა უნდა გავაკეთოთ. ხალხის განწყობა რომ იციან, ამიტომ საუბრობენ ზერელედ და არა კონკრეტულად. ჩვენი ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია, მათი მიმთითებლები კი, უცხოელი პატრონები არიან. მათ იმათ დაუჯერონ, ჩვენ ჩვენს ხალხს დავუჯერებთ და საბოლოო შედეგიც ნახონ“, – განაცხადა შარმანაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში.

ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. ამასთან, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, აგენტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ვითარებაა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
  • ომანში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – მედია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge