Tuesday, July 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თავი დამანებეთ” – ამირან გამყრელიძე

September 7, 2021
“თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას: „ძალიან მინდა ამირან გამყრელიძე გადადგეს“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი ნათქვამი მედიაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში დიდი ხანია, არ ერევა.

მისი თქმით, საქართველოში ეპიდემია პოლიტიკური დისკუსიების საგანი გახდა, ვინაიდან, პოლიტიკოსები მეტ ყურადღებას აქცევენ მას, როგორც პოლიტიკურ საკითხს, ვიდრე ეპიდემიოლოგიურს.

ამასთან, გამყრელიძემ დასძინა, რომ მისთვის დღეს მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

„არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ჩემს გამონათქვამებს. მე ვთქვი, რომ დღეს, სამწუხაროდ, კოვიდი გახდა ქვეყანაში პოლიტიკური დისკუსიების თემა. პოლიტიკოსები მეტ ყურადღებას ავლენენ კორონავირუსის, როგორც პოლიტიკური და არა როგროც ეპიდემიოლოგიური თემის მიმართ. ეს იყო ჩემი ნათქვამის არსი. ხშირად ვამბობ, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ. განა, იმიტომ, რომ არ შემიძლია?! დიდი ხანია, უკვე აპოლიტიკური პიროვნება ვარ.

ჩემთვის დღეს მთავარია, რომ ვიზრუნო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე – უკეთესი პრევენციული საშუალებები, უკეთესი აცრები, უკეთესად მართვა იმ პროცესების, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრს ევალება. არ ვერევი პოლიტიკაში და დამანებეთ, რა თავი.

ჩემი ნათქვამის ინტერპრეტაცია კარგად გააკეთეთ… მე იქ ვთქვი, რომ ვართ უმცირესობაში, ანუ ვიგულისხმე რიცხობრივი უმცირესობა, გასაგებია? ოთხი მედიკოსი ზის საკოორდინაციო საბჭოზე.

პირდაპირ გეტყვით, ჩვენს რეკომენდაციებსა და სიტყვას საკმაოდ მაღალი წონა აქვს საკოორდინაციო საბჭოში, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო ყველა გადაწყვეტილებას იღებს ბალანსის და კონსესუსის პრინციპით. საკოორდინაციო საბჭო ითვალისწინებს ქვეყნის ფისკალურ, ეკონომიკურ მდგომარეობას, ფინანსურ რესურსებს, სხვა ბევრ საკითხს. ამის მიხედვით ხდება დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ არაფერია გასაკვრი, თუ ყველა ჩემი რეკომენდაცია, რომელსაც კვირაში ერთხელ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამზადებს, არ იყო გათვალისწინებული.

ამავე დროს, გიდასტურებთ, რომ ძალიან ბევრ ჩვენს რეკომენდაციას, მათ შორის არაპოპულარულს, რომელიც შესაძლოა, არ მოსწონს საზოგადოებას, საკოორდინაციო საბჭო ითვალისწინებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • “ჰყოლია შვილი, რასაც ასაიდუმლოებს” – ვისზე წერს რომან გოცირიძე?
  • “ახლაც კი აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ აქედან”- ნიკოლოზ კახეთელიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge