ანგარიშსწორება გლდანის ციხეში – გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე დაზიანებით ციხიდან კლინიკა “ვივა მედში” ერთი პირია გადაყვანილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმარი გარჩევის დროს სასტიკად სცემეს.
წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი ავტოვარიის შედეგად დააკავეს, როდესაც თბლისიდან წალკაში “ქართული ოცნების” აქციის მერე მიმავალ აქტივისტებს ძლიერი ნისლის დროს შეეჯახა. მაშინ ამ ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა.
სასტიკად არის ნაცემი. ფაქტობრივად, მოკვლის განზრახვა იყო, ჩვენ როგორც ვფიქრობთ, იმიტომ, რომ არის მართვით სუნთქვაზე ამჟამად. ჩვენც გუშინ გავიგეთ უშუალოდ სხვა პატიმრისგან, რომ ასეთი მდგომარეობა იყო. არ მიგვიღია არანაირი ინფორმაცია როგორ მოხდა ეს ფაქტი, სად მოხდა, ვისგან მოხდა, არც იმის შესახებ ვიცით არაფერი, რომ გამოძიება არის დაწყებული. ერთი ინფორმაცია მოგვაწოდეს ის, რომ ავად იყო და სასამართლო გადაიდო 11 რიცხვამდე, 11 თებერვლამდე. შემდეგ რომ დაგვირეკეს, ჩამოვედით ჩვეულებრივად, არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. დღეს მოგვცეს უფლება, რომ ერთი კაცი შესულიყო და ენახა და როგორც ვნახეთ, მართვით სუნთქვაზეა და ძალიან მძიმედ არის. ანუ 10%-იც არ არის სასიცოცხლო მაჩვენებელი. გამეტებით არის ნაცემი, გამეტებულია სასიკვდილოდ. აქვს ძალადობის კვალი, სავარაუდოდ, ნახრჩობიც არის და ძირითადად, თავის არეშია ნაცემი. ეს ადამიანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. მისჯილი არ ჰქონია ჯერ, მეხუთე თვეა პატიმრობაში იმყოფება.
დაკავებული იყო, უბედური შემთხვევა იყო, 4 ადამიანის მკვლელობაზე ავტოავარიის შედეგად, – ამბობს.
წყარო:“ტვ პირველი”
