Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა – რა კომენტარს აკეთებს ადვოკატი?

January 29, 2025
როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა – რა კომენტარს აკეთებს ადვოკატი?

რეჟიმის ტყვე მზია ამაღლობელი შიმშილობას განაგრძობს. ამის შესახებ მისი ადვოკატი საუბრობს. გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, ვიზუალური დაკვირვებით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა შინაარსობრივი სამედიცინო კვლევა ჯერ არ ჩატარებულა და შესაბამისად, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

“გუშინ იმყოფებოდა ადვოკატი მზია ამაღლობელთან. ვიზუალური დაკვირვებით მისი მდგომარეობა არის სტაბილური. თავს გრძნობს ნორმალურად, გადაადგილდება, შეუძლია საუბარი. მისი გადაწყვეტილება რჩება კვლავ ძალაში ანუ ის აგრძელებს შიმშილობას სანამ მას ამის შესაძლებლობას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს. რაც შეეხება სამედიცინო თვალსაზრისით მის კვლევებს, ამ ეტაპზე გვაქვს ინფორმაცია ის, რაც არის ზოგადი ანუ პროტოკოლური. მიმდინარეობს დაკვირვება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რაც შეეხება სამედიცინო ანალიზებს, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს მისი შეგროვება, სისტემატიზაცია, მაგრამ შინაარსობრივი კვლევა ჯერ არ მომხდარა და ამიტომ ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი საპატიმროში უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.

მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებელს ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქციის მონაწილეებს
  • ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა
  • ტემპერატურა 25°-მდე მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge