Tuesday, June 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არსაიდან გაჩნდნენ – ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, უცებ, აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია” – ზვიად მაისაშვილი მის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელებზე

June 30, 2026
“არსაიდან გაჩნდნენ – ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, უცებ, აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია” – ზვიად მაისაშვილი მის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელებზე

ძირს ვეგდე, სახეზე ხელები მქონდა აფარებული, ვეხვეწებოდი, ნუ მირტყამთ-მეთქი, მაგრამ მაინც აგრძელებდნენ ჩემს ცემას, მათი სახეები არ მინახავს, ამიტომ შეუძლებელია, ვიცოდე, რეალურად, ესენი არიან თუ არა, – ამის შესახებ დაზარალებულმა მომიტინგემ, ზვიად მაისაშვილმა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლებზე განაცხადა.

როგორც მაისაშვილი განმარტავს, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ორზე მეტი პირი მონაწილეობდა.

„არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ეს ადამიანები მართლა რეალურად ის ადამიანები არიან… უცებ, არსაიდან გაჩნდა ეს ორი ადამიანი. მხოლოდ ორი ადამიანი არ მონაწილეობდა, ვიდრე კადრების გადაღება დაიწყებოდა, მანამდე ერთი ადამიანი იყო, რომელმაც ძირს დამაგდო, შემდეგ გარშემო ყველა მხრიდან მირტყამდნენ, ყველა მხრიდან ვგრძნობდი დარტყმებს. ორი ადამიანი ჩანს მხოლოდ იმ მომენტში, როცა უკვე ძირს ვგდივარ, უკვე გათიშული ვარ, უკვე ნაცემი ვარ.

ეჭვი არსებობს, რადგან ხელისუფლება ამდენი ხანი გვიმტკიცებდა, რომ ამ ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, უცებ, აღმოჩნდა, რომ იდენტიფიცირება შესაძლებელია. მათი სახის იდენტიფიცირება ჩემთვის შეუძლებელი იყო, ერთადერთი რაც დავინახე, იყო თვალები იმ ადამიანის, რომელმაც დამაგდო, დანარჩენი არ დამინახავს, ძირს ვეგდე, სახეზე ხელები მქონდა აფარებული, ვეხვეწებოდი, ნუ მირტყამთ-მეთქი, მაგრამ მაინც აგრძელებდნენ ჩემს ცემას, მათი სახეები არ მინახავს, ამიტომ შეუძლებელია, ვიცოდე, რეალურად, ესენი არიან თუ არა”,- განაცხადა მაისაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ, გდდ-ს სამი თანამშრომლის წინასასამართლო სხდომა ჩატარდა. სამივე ბრალდებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც.

ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული საქმიდან ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დღეს ბევრ ახალს გაიგებთ, ენის მოუჩლექავად აღვწერ დიდ საფრთხეებს…” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი
  • “ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს ელჩი” – კახა კალაძე
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge