აღმოსავლური კალენდრის ახალი წელი 2025 წელს განსაკუთრებულად აღინიშნება. ეს თარიღი (საქართველოს დროით 29 იანვარს, 16:35 საათზე) არამარტო აღმოსავლური კალენდრის ახალი წლის დასაწყისს აღნიშნავს, არამედ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლნასაც – კარმული კვანძების ღერძის ცვლილებას, რაც ვერძი-სასწორიდან თევზები-ქალწულის ღერძზე (უკანმავალი მოძრაობით) გადაინაცვლებს. ეს მოვლენა განწყობებს, ენერგიასა და ცხოვრებისეულ მიმართულებებს შეცვლის, რაც წლის საერთო ატმოსფეროზე დიდ გავლენას მოახდენს.
რას მოიტანს 2025 წელი – მწვანე გველის წელი?
მწვანე გველის წელი ასოცირდება ტრანსფორმაციასთან, სულიერ და ინტუიციურ ზრდასთან, რაც ცვლილებებისკენ სწრაფვასა და გამბედაობას ახალისებს.
გველი, რომელიც ტყავს იცვლის, ცხოვრებისეული გამოცდებისა და სირთულეების დაძლევის სიმბოლოა. ამ წელს ყურადღება მიექცევა ამბიციური მიზნების მიღწევას, ღრმა ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ძველი, დამღლელი ფაზების გადალახვას.
მწვანე ფერი კი ასოცირდება სიცოცხლის აღორძინებასთან, სიმშვიდესთან და ბუნებრივ ჰარმონიასთან, რაც სულიერი განვითარების მნიშვნელოვანი ფონი იქნება.
2025 წელი – ნამდვილი ასტროლოგიური წლის დასაწყისი
მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლური კალენდრის წელი 29 იანვარს იწყება, ასტროლოგიური ახალი წელი 20 მარტს იწყება, როცა მზე ვერძის ზოდიაქოში შევა. ამ თარიღს უკავშირდება ბუნების გაღვიძება, სიცოცხლის ახალი ციკლის დასაწყისი და ახალი შესაძლებლობების გაჩენა.
როგორ შევხვდეთ მწვანე გველის წლის დადგომას?
1.გარემოს განახლება
სახლიდან მოიშორეთ ყველაფერი გატეხილი, ზედმეტი და გამოუყენებელი ნივთი. გაწმინდეთ სივრცე, რათა მოიზიდოთ ახალი ენერგიები. სიმშვიდის და სისუფთავის გარემო ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გაჩენას.
2.სურვილების ჩაფიქრება
აირჩიეთ გველის სიმბოლო – ფიგურა, დეკორაცია ან ნატურალური ქვა (როგორიცაა ზურმუხტი ან ნეფრიტი). ეს ნივთი გახადეთ თქვენი სურვილების მატარებელი და მისთან დაკავშირებული პოზიტიური განზრახვები დაიმახსოვრეთ.
ეფექტური რიტუალები მწვანე გველის წლისთვის
რიტუალი 1: სურვილების ჩამოწერა
აიღეთ მწვანე ან ხისფერი ფურცელი. დაწერეთ მასზე თქვენი გეგმები და სურვილები. ფურცელს მიაბით მწვანე ლენტი და მოათავსეთ სახლში იმ ადგილზე, რომელიც სიმშვიდეს და ჰარმონიას მოიტანს. ეს იქნება თქვენი პოზიტიური ენერგიების წყარო მთელი წლის განმავლობაში.
რიტუალი 2: დეკორაცია ან მინერალი
შეარჩიეთ გველის ფორმის დეკორაცია ან მინერალი, რომელიც 2025 წლის განმავლობაში თქვენთან იქნება. ახალი წლის ღამეს, მასზე დადეთ თქვენი სურვილები და ყოველ თვეს გადახედეთ, რა ეტაპზე იმყოფებით მათი შესრულების გზაზე.
რისკები და შესაძლებლობები მწვანე გველის წელს
მწვანე გველი სიმბოლიზირებს სირთულეების გადალახვასა და ახალი ეტაპების დაწყებას, თუმცა ის მოითხოვს ცდილსა და მოთმინებას. მნიშვნელოვანი იქნება, რომ:
•ინტუიციას ენდოთ და მეტი დრო დაუთმოთ თვითშემეცნებას;
•მყარი გეგმები შექმნათ, რომლებიც ტრანსფორმაციის პროცესს გაგიმარტივებთ;
•სიფრთხილე გამოიჩინოთ მოულოდნელ ცვლილებებთან და განახლებებთან მიმართებით.
წარმატებული და ბედნიერი 2025 წელი გქონდეთ!
ეს წელი თითოეულ თქვენგანს სთავაზობს სულიერი ზრდისა და ტრანსფორმაციის უნიკალურ შესაძლებლობებს. გამოიყენეთ ეს დრო სიახლეების შესაქმნელად და მიზნების მისაღწევად. თქვენი სურვილების შესრულებასთან დაკავშირებულ რჩევებს ომნიას დახურულ ჯგუფში მოგაწვდით – თუ ჯერ არ ხართ ჯგუფის წევრი, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ!
inews.ge