სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია.
შეგახსენებთ, რომ ლილოს ბაზრობაზე ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრამდე იყო გავრცელებული. ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე ხანძარი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.