სეისმოლოგ თეა გოდოლაძის ინტერვიუს ეხმაურება ნაცმოძრაობის წევრი, მეგი გოცირიძე:
,,თეა გოდოლაძეს გადაეცით, არც მზია ამაღლობელის ჰობია ციხეში ჯდომათქო…“
სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა, — ამის შესახებ მან “მთის ამბებთან” ისაუბრა.
გამოცემა წერს რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორთან “მთის ამბებმა” ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა. მეცნიერმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება უკანონოდ დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო. ამას წინ უძღოდა, სასამართლოს მიერ, თეა გოდოლაძეზე მძიმე ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პარტნიორის გამართლება, თეასთვის ბრალის წარდგენა, “ქართული ოცნების” პირველი პირებისგან სიტყვიერი თავდასხმები და მის წინააღმდეგ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ.