საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით ქვეყანაში წარმართულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება:
“დაუჯერებელი და გაუგონარი დრამა ვიხილეთ დღეს. ქალაქის მერი ადასტურებს შეხვედრას ყოფილ პრემიერთან. პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე ამბობს, რომ საერთოდ ფულს ითხოვდაო. ყოფილი პრემიერი ყველა კითხვას ერთი სიტყვით პასუხობს “ტყუილია – ტყუილია.”არადა, ქალაქის მერიაში ვერავინ შევა და გავა ისე კამერებმა არ დააფიქსირონ, ხოდა, ამდენ ჩხუბს და მატყუარას ძახილს, იქნებ მარტივად გვაჩვენოთ ფაქტი და დასრულდეს ეს ხელოვნური აჟიოტაჟი. ასეთი ტყუილი “ოცნებისგანაც” კი გამიკვირდება… თუმცა, რა ვიცი, რა ვიცი…,” – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა.
ამასთან, გიორგი გახარიამ კახა კალაძესთან შეხვედრის ფაქტი არ დაადასტურა. მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ იტყუება. თავად კალაძემ კი განაცხადა, რომ გიორგი გახარიასთან შეხვედრა მერიაში გაიმართა. კალაძის თქმით, გიორგი გახარია მას ტელეფონზე დაუკავშირდა და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ეტყოდა.