საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი თოვა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, თოვლისა და მოსალოდნელი ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე.