ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ ყველა პედაგოგი და სამედიცინო პერსონალი უნდა აიცრას:
“ყველა პედაგოგი და მედპერსონალი უნდა აიცრას!
მძღოლები ასევე!
სკოლაში სწავლა უნდა დაიწყოს!
ბაღები გაიხსნას!
ტრანსპორტი აღდგეს!
აუცრელი ხალხი იჯდეს სახლში!
საქართველოს მთავრობავ, დაასრულეთ ეს 2-წლიანი კოშმარი!,” – წერს ვადაჭკორია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 753 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვ
ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ეყანაში ჩატარდა 43 741 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 605, „პისიარ“ ტესტით – 12 136.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,92%, ბოლო 14 დღის – 10,26 %, ბოლო შვიდი დღის – 9,76%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 549 811 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 493 414 გამოჯანმრთელდა, 7 408 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 1 184 306 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 670.
კარანტინის რეჟიმშია 78, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 457 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 840 პირი.