Monday, November 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბევრი ჩვენგანი ილია მეორის პატრიარქობის შემდგომ ეპოქას შიშით უყურებდა, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია, თუ როგორი სიბრძნით უძღვება შიო მესამე დედაეკლესიას” – ირაკლი კობახიძე

November 23, 2026
“ბევრი ჩვენგანი ილია მეორის პატრიარქობის შემდგომ ეპოქას შიშით უყურებდა, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია, თუ როგორი სიბრძნით უძღვება შიო მესამე დედაეკლესიას” – ირაკლი კობახიძე

“ბევრი ჩვენგანი ილია მეორის პატრიარქობის შემდგომ ეპოქას შიშით უყურებდა, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია, თუ როგორი სიბრძნით უძღვება შიო მესამე დედაეკლესიას” – ირაკლი კობახიძე
ძა­ლი­ან ბევ­რი ჩვენ­გა­ნი, მრევ­ლი, ილია მე­ო­რის პატ­რი­არ­ქო­ბის შემ­დგომ ეპო­ქას ში­შით უყუ­რებ­და, თუმ­ცა დღეს ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია იმით, თუ რო­გორ უძღვე­ბა სიბ­რძნი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით პატ­რი­არ­ქი შიო მე­სა­მე დე­და­ეკ­ლე­სი­ას და იმ ურ­თუ­ლესს მი­სი­ას, რო­მე­ლიც მას პატ­რი­არქ ილი­ამ მე­ო­რის ან­დერ­ძით, წმინ­და სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­თა და რაც მთა­ვა­რია, უფ­ლის ნე­ბით და­ე­კის­რა – ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერ­თი­ა­ნო­ბა! ერ­თი­ა­ნო­ბა ეკ­ლე­სი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის, სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ას შო­რის! – ასე მი­მარ­თა წმინ­და გი­ორ­გი დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბოდ­ბის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევლს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

კო­ბა­ხი­ძემ მღვდელმთავ­რებს, წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებს და ასე­ვე თი­თო­ე­ულ სა­სუ­ლი­ე­რო პირს დე­და­ეკ­ლე­სი­ა­სა და სამ­შობ­ლოს სიმ­ტკი­ცე­ზე ზრუნ­ვის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.
“გი­ლო­ცავთ წმინ­და გი­ორ­გის დღე­სას­წა­ულს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მფარ­ვე­ლი წმინ­და­ნის დღეს – წმინ­და­ნი­სა, რო­მე­ლიც არის ადა­მი­ა­ნურ ცდუ­ნე­ბა­ზე ამაღ­ლე­ბის, რწმე­ნის­თვის თავ­გან­წირ­ვის სიმ­ბო­ლო. ღმერ­თმა და წმინ­და გი­ორ­გიმ გა­აძ­ლი­ე­როს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა!

წლე­ვან­დე­ლი გი­ორ­გო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. წელს ჩვენ გი­ორ­გო­ბას ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის 1 700 წლის თავ­ზე აღ­ვნიშ­ნავთ. წლე­ვან­დე­ლი გი­ორ­გო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმი­თაც, რომ მას ჩვენ პირ­ვე­ლად აღ­ვნიშ­ნავთ უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის გა­რე­შე.

წლე­ვან­დე­ლი წელი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის­თვის, მრევ­ლის­თვის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის თი­თო­ე­უ­ლი შვლის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, თუმ­ცა ამ გან­საც­დელს ჩვე­ნი ხალ­ხი და ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლი სიმ­ტკი­ცი­თა და ერ­თი­ა­ნო­ბით შეხ­ვდა. გლო­ვას­თან ერ­თად ეს დღე­ე­ბი იყო რწმე­ნის გარ­შე­მო ერ­თი­ა­ნო­ბის ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი.

წლე­ვან­დე­ლი გი­ორ­გო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლია იმი­თაც, რომ უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი პატ­რი­არ­ქი შიო მე­სა­მე პირ­ვე­ლად აღავ­ლენს წირ­ვას ამ გი­ორ­გო­ბა­ზე. ძა­ლი­ან ბევ­რი ჩვენ­გა­ნი, მრევ­ლი ში­შით უყუ­რებ­და ილია მე­ო­რის პატ­რი­არ­ქო­ბის შემ­დგომ ეპო­ქას, თუმ­ცა დღეს ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია იმით, თუ რო­გორ უძღვე­ბა სიბ­რძნი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით პატ­რი­არ­ქი შიო მე­სა­მე დე­და­ეკ­ლე­სი­ას და იმ ურ­თუ­ლესს მი­სი­ას, რო­მე­ლიც მას პატ­რი­არქ ილი­ამ მე­ო­რის ან­დერ­ძით, წმინ­და სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და რაც მთა­ვა­რია უფ­ლის ნე­ბით და­ე­კის­რა.

მე რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერ­თმა რი­გით­მა შვილ­მა მინ­და უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმ ღვაწ­ლის­თვის, რო­მელ­საც ის ეწე­ვა. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მღვდელმთავ­რებს, სი­ნო­დის თი­თო­ე­ულ წევ­რს, თი­თო­ე­ულ სა­სუ­ლი­ე­რო პირს. თი­თო­ე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ღვაწ­ლი არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი.

სწო­რედ თქვენ უფრთხილ­დე­ბით ჩვენს დე­და­ეკ­ლე­სი­ას – თქვენ ზრუ­ნავთ ჩვე­ნი დე­და­ეკ­ლე­სი­ის და ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სიმ­ტკი­ცე­ზე და მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერ­თი­ა­ნო­ბა, ერ­თი­ა­ნო­ბა ეკ­ლე­სი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის, სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ას შო­რის. დღეს, ჩვენ ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ იმით, რომ ერ­თი­ა­ნო­ბით და ერ­თად შეგ­ვიძ­ლია ვიზ­რუ­ნოთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე. ამი­სათ­ვი­საც გვინ­და, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა შე­მოგ­წი­როთ. კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულს, წმინ­და გი­ორ­გი ფა­რავ­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნას, წმინ­და ნინო ფა­რავ­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნას, ღმერ­თი ფა­რავ­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნას“, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბოდ­ბის ტა­ძარ­ში, სა­დაც პატ­რი­არ­ქმა გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წირ­ვა აღავ­ლი­ნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს ადამიანების დაცვა და არა მათთვის მშობლობის გზების დახურვა” – რას წერს მეან-გინეკოლოგი ცოტნე დადიანი
  • ეპისკოპოსების შეხედულება პოლიტიკაში ბევრს არაფერს წყვეტს – დეკანოზი ჯაღმაიძე მაღალი იერაქების გამცხადებებზე
  • “ბევრი ჩვენგანი ილია მეორის პატრიარქობის შემდგომ ეპოქას შიშით უყურებდა, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია, თუ როგორი სიბრძნით უძღვება შიო მესამე დედაეკლესიას” – ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge