საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდა.
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და ასევე საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.