მოცეკვავე თეა დარჩია “მთავარი არხის” ერთ-ერთ რუბრიკაში პასუხობს ბლიც-კითხვებს, რომლის უმრავლესობაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითრებას ეხება. თეა დარჩიას თქმით, მისი მთავარი სურვილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
“თვეზე მეტია მოსვნება არ არის, ადამიანებში რა თქმა უნდა, ვისაც ეს არ ეხება მგონი,პრობლემა აქვს ადამიანობასთან… ხორუმი რუსთაველზე იყო ნამდვილი სასწაული, რაც შეიძლება მომხდარიყო ,აი ასე დაუგეგმავად, გაუაზრებლად, ერთადერთი აზრი იყო ერთბის და გამარჯვების ძალიან დიდი წყურვილი…
რა თქმა უნდა, უმთავრესი და უპირველესი სურვილია პოლიტპატიმრების გათავისუფლება…ეს არის სერიოზული მორალური, ფსიქოლოგიური წნეხი, რომელსაც ჩვენ უნდა გავუძლოთ, იმიტომ რომ მართლები ვართ…
ვინანებთ, თუ შევეგუებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ჩვენც, ჩვენს შვილებსაც და შთამომავლებსაც ექნებათ სანანებელი რატომ ბოლომდე არ დავიხარჯეთ. ეს ის ბრძოლაა, რომელშიც ყოველი ადამიანი უნდა გარდაიქმნას საკუთარ თავში”- ამბობს თეა დარჩია.
ვიდეო სრულად შეგიძლიათ იხილოთ: