საქართველოში ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
“შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ.
მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად – რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა.
საქართველო უკეთესს იმსახურებს.”
შეგახსენებთ,გახარიას გვიან ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, აჭარის უზენაესი საბჭოს წარმომადგენლები, მონაწილებდნენ
The United States condemns the Georgian Dream party’s ongoing violence against Georgian citizens – including opposition leaders, journalists, civil society members, and protestors. Such acts, which appear intended to intimidate Georgians from exercising their fundamental freedoms, do nothing to return Georgia to the Euro-Atlantic path the majority of Georgians want. Georgia deserves better”