ქარელის მუნიციპალიტეტში ქარმა ქარის ელექტროსადგური დააზიანა. კერძოდ, დამტვრეულია ფრთები.
როგორც კოდავარდისუბანში გვითხრეს, ელექტროსადგური რამდენიმე წელი მუშაობდა, ხოლო ფრთები დაზიანდა მაშინ, როდესაც ძლიერი ქარი იყო და სოფელშიც რამდენიმე სახლს სახურავი ახადა.
მათთვის უცნობია, თუ ვინ დაამონტაჟა ელექტროსადგური სოფლის თავზე – მირდატის სახელობის ეკლესიის გვერდით. გადმოცემით იციან, რომ მესაკუთრე სპორტსმენია.
საჯარო რეესტრის მიხედვით, ქარის ელექტროსადგური დამონტაჟებულია იმ მიწაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ანგარიშების მიხედვით, სოფელ კოდავარდისუბანში ქარის ელექტროსადგურის მონტაჟი მოითხოვეს 2021 წლის ივნისში. თუმცა, მთელი რიგი მოთხოვნების შეუსაბამობის გამო, მისი განხილვის წარმოება შეწყდა… კითხვა განაგრძეთ ბმულზე.
