Thursday, October 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

January 8, 2025
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 324 მილიონი დოლარით გაიზარდა და დეკემბრის მდგომარეობით 4.45 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განმარტებით, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა გაზარდოს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი გარანტია. დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებში ჩანს, რომ წლის ბოლოს ჩვენ მოვახერხეთ და გვაქვს სოლიდური ზრდა სავალუტო რეზერვებში, რაც რამდენიმე ფაქტორის დამსახურებაა. პირველი, ნოემბერ-დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა მოახერხა და შეიძინა საკმაო რაოდენობის დოლარი ბაზარზე და ამის შესაძლებლობას ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა გვაძლევს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სექტორში თვიდან თვემდე იზრდება დეპოზიტები როგორც უცხოურ ვალუტაში, ასევე ეროვნულ ვალუტაში. უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების ზრდა, სავალდებულო ნორმის ზრდასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მთლიანი მოცულობის ზრდაში, რომელიც ჩვენ გვაქვს სახეზე. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო გვიწევს რეზერვების დახარჯვა, რათა სავალუტო ბაზარზე არაფუნდამენტური ფაქტორებისაგან გამოწვეული ჭარბი მერყეობის განეიტრალება მოვახდინოთ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ეროვნული ბანკი ყველა ღონეს ხმარობს, რომ კვლავ შეავსოს საერთაშორისო რეზერვები“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რეზერვების დივერსიფიცირება და სებ-ი ყველაფერს აკეთებს, რომ რეზერვები უკეთ იმართოს და მოხდეს მათი დივერსიფიცირება.

„მოგეხსენებათ, რომ წლის დასაწყისში ჩვენ შევიძინეთ მონეტარული ოქრო და ამ პერიოდში ოქროს საერთაშორისო ფასის ზრდის გამო, ამ კუთხითაც სერიოზული, 100 მილიონ დოლარამდე მატება გვაქვს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობაში.

ყოველივე ამან ერთობლიობაში მოგვცა საშუალება ნოემბრიდან მოყოლებული გაგვეზარდა საერთაშორისო რეზერვების მოცულობა. ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ფონზე. ვფიქრობთ, რომ რეზერვები კვლავაც განაგრძობს აღმავალ ტრაექტორიას“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 თებერვალს გამოაქვეყნებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არქიმანდრიტ დოროთეს ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება” – საპატრიარქოს განცხადება
  • “საქართველოში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი და რუსი ოლიგარქი უმარ კრემლიოვი” – ელისო კილაძე
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge