თურქულ „გალათასარაის“ საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის, შეძენა კვლავ სურს.
Milliyet-ის ცნობით, “გალათასარაიმ” მესამე შეთავაზებისთვის თანხა 24 მილიონამდე გაზარდა, 23 მილიონი გარანტირებული, ხოლო 1 მილიონი ბონუსების სახით. წყაროს ცნობით, თურქული მხარე ქართველ ფეხბურთელს ხელფასის სახით 4.5 მილიონს სთავაზობს.
ფრანგი ჟურნალისტის, რუდი გალეტის თქმით, ტრანსფერს ხელს კიდევ გიორგი მიქაუტაძის სურვილი უშლის. მას TOP 5 ლიგაში თამაში სურს.