პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.
დღევანდელ აქციას თბილისის სხვადასხვა ტაძრიდან ალილოს მონაწილეები შემოუერთდნენ.
პროტესტის მე-40 დღეს აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან ღამის 12:00 საათზე ერთად აპირებენ შობის შეხვედრას.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა კი ისევ უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.