გთავაზობთ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებიდან ამონარიდს:
“თუ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლოცვა ვისწავლოთ, მაშინ ბრძოლები აუცილებლად იქნება.აქ, თითოეულ ჩვენგანსაც აქვს გამოცდილება, ამ ბრძოლისა, ჩვენს სამრევლოს, უკვე მრავალი წელია, ამგვარი ბრძოლის გამოცდილება აქვს, ჩვენ ვიცით, ჩვენს თავზე გამოვცადეთ, როგორ ხდება ბრძოლა სამრევლოს წინააღმდეგ, თუნდაც იმის გამო, რომ სამრევლოს უყვარს ლოცვის სწავლა.მე ვამბობ – ჩვენ ლოცვა არ ვიცით, არავინ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ვისწავლოთ,თვითონ ეს სწავლის პროცესიც როგორი მტკივნეული ხდება,მაგრამ ჩვენ უნდა გვიხაროდეს.ჩვენ, ჩვენი ცოდვების გამო საკმარისი განსაცდელები გვაქვს, მაგრამ თუ სადმე მაინც არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ განსაცდელები და ბრძოლები სამრევლოზე არის იმიტომ, რომ ჩვენი სამრევლოს უდიდეს უმრაველსობას სურს გონიერი ლოცვის სწავლა,ეს ჩვენთვის სიხარულის მომნიჭებელია და სიხარულით ვიღებთ ამ გამოწვევას,ამ ბრძოლას,იმიტომ, რომ ეს ქრისტესთვის ხდება. ჩვენ, თავისთავად, ამ ბრძოლაში გამარჯვება არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ აქაც უფლის იმედი გვაქვს, იმიტომ, რომ უფლის მიერ ხდება გამარჯვება.პავლე მოციქულის სიტყვები – “ცოცხალნი ვართ თუ მკვდარნი ვართ, ქრისტესნი ვართ”- აი, ეს პრაქტიკაში, ყველაზე მეტად, ალბათ იმ დროს ვლინდება, როდესაც ბოროტი იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ, ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, როცა ადამიანს სურს, რომ ლოცვა ისწავლოს.”