Wednesday, July 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სოსო ფხაკაძის ოჯახმა და კალაძემ იმ ადგილას, სადაც ქალაქს ცენტრალურ პარკს დაჰპირდნენ, ცათამბჯენების აშენება გადაწყვიტეს” – ნიკა მელია

January 5, 2025
“ანა ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის” – რას წერს ნიკა მელია კახეთში მომხდარ ავარიაზე?

“სოსო ფხაკაძის ოჯახმა და კალაძემ იმ ადგილას, სადაც ქალაქს ცენტრალურ პარკს დაჰპირდნენ, ცათამბჯენების აშენება გადაწყვიტეს” – “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია იპოდრომზე, ცენტრალური პარკის ნაცვლად, 6 ცათამბჯენს აშენებას ეხმაურება.

“იპოდრომზე, ცენტრალური პარკის ნაცვლად 6 ცათამბჯენს აშენებენ. არქიტექტურის სამსახურში 2024 წლის 31 დეკემბერს შეიტანეს მოთხოვნა მშენებლობის ნებართვაზე. ამ ორომტრიალში, ქვეყნის მომავალზე ფიქრში, დარდსა და ყოველდღიურ ბრძოლაში ეს ამბავი შეიძლება ბევრს გამოგვრჩა – სოსო ფხაკაძის ოჯახი და მას ამოფარებული კალაძე, ქალაქში ყველაზე მსხვილ დეველოპერებად გადაიქცნენ და იმ ადგილას, სადაც ქალაქს ცენტრალურ პარკს დაჰპირდნენ, ცათამბჯენების აშენება გადაწყვიტეს და ნებართვის გაცემის პროცედურაც დაიწყეს. რეჟიმის ძალოვან და იდეოლოგიურ საყრდენებზე არანაკლებ ბოროტებას სჩადიან დღეს რეჟიმის “საფულედ” ქცეული ე.წ. ბიზნესმენები, სინამდვილეში კი ცეხავიკები. აბა, რომელი ბაზარზე ორიენტირებული ბიზნესისთვის შეიძლება იყოს სანქციის პერსპექტივა მისაღები, მხოლოდ მათთვის, ვინც შავ ფულზეა და საბანკო სისტემიდან გათიშვის დაბალანსების იმედი აქვს. მაგრამ, არის დიდი მაგრამ… დიდი დღე არ უწერია არც მათ “ფინანსურ წარმატებას”, არც მათ “ევროპულ ცხოვრებასა” და ევროპაში გატარებულ არდადეგებს და არც მათ ამ ქალაქში პარპაშს! ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო და მის აღსასრულებლად ძალიან აქტიურად და ძალიან თანმიმდევრულად იბრძვის. არც რუსთაველის რეაბილიტაცია უშველის კალაძეს. რუსთაველზე ხალხმა მართლა დაგეგმა ქვეყნის რეაბილიტაცია და დაიწყო აღსრულება, უბრალოდ რაც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება – შეიცვლება ახლით. ეს სისტემა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, დემონტაჟი დაწყებულია…” – წერს ნიკა მელია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გული მტკივა…” – გიორგი ვაშაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს
  • რატომ გადაიყვანეს თორნიკე რიჟვაძე თურქეთში?
  • “ვაკის პარკში, დაცლილ შადრევანში ბავშვი ველოსიპედით გადავარდა” – ტატა ხვედელიანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge