Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გადავწყვიტეთ, კლიპის შემოკლებული ვერსია მოიხსნას სატელევიზიო ეთერიდან” – “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი

January 5, 2025
“გადავწყვიტეთ, კლიპის შემოკლებული ვერსია მოიხსნას სატელევიზიო ეთერიდან” – “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა Wissol-ის რეკლამის სატელევიზიო ვერსიიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრების ამოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობით „ვისოლის“ სარეკლამო კლიპის სრული ვერსია, რომელმაც მწვავე დისკუსია გამოიწვია, დღემდე ხელმისაწვდომია კომპანიის სოციალურ ქსელებში.

შესაბამისად, ის, რომ თითქოს მსახიობის მონაწილეობით კადრის ამოჭრა კლიპიდან პოლიტიკური ნიშნით მოხდა, დეზინფორმაცია და სრულიად უსაფუძვლო ბრალდებაა.

შექმნილი სენსიტიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ კლიპის შემოკლებული ვერსია მოიხსნას სატელევიზიო ეთერიდან. ჩვენ ასევე დავუკავშირდით მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ოჯახს და პირადად ავუხსენით შეთანხმების იურიდიული მხარე.

გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობით სარეკლამო კლიპის სრული ვერსია სატელევიზიო ეთერში განმეორებით გადიოდა 2024 წლის სექტემბრიდან.

მსახიობთან განახლებული კონტრაქტის საფუძველზე, მისი მონაწილეობით კადრის გამოყენების ნებართვა სატელევიზიო ეთერში 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე გვქონდა.

შესაბამისად, დაკორექტირდა კლიპიც და ახალი ვერსია ტელევიზიებს გაეგზავნათ 2024 წლის 26 ნოემბერს, ხოლო დაკორექტირებული რგოლი ეთერში განთავსდა 1 დეკემბრიდან. მსახიობის დაკავება კი, როგორც მოგეხსენებათ, 5 დეკემბერს მოხდა.

ანდროსგან დასტურის შემთხვევაში, მზად ვართ გავასაჯაროოთ ხელშეკრულებაც.

იმედი გვაქვს, ანდრო მალე დაუბრუნდება ოჯახს, თავის პროფესიას და ჩვენც შევძლებთ მასთან სამომავლოდ თანამშრომლობას” – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ადამიანები უშვებენ გარკვეულ შეცდომებს ცხოვრებაში, მთავარია, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლუკა ძაძამიამ გაიაზრა თავისი შეცდომა” – ნოდარ ბოკერია ლუკა ძაძამიაზე საუბრობს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “მიწა მხოლოდ ეკონომიკური რესურსი არ არის – იგი ჩვენი წინაპრების სულიერი მემკვიდრეობა, ისტორიული სიწმინდე და მომავალ თაობათა სასიცოცხლო საფუძველია” – მესტიის და ზემო სვანეთის ეპარქია Eagle Hills-ის პროექტზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge