საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა – საქართველოს გენერალური პროკურატურა რადიო თავისუფლებას უდასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ნათია მერებაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
პროკურატურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ნათია მერებაშვილმა ნამდვილად დატოვა დაკავებული პოსტი და რომ ის ახალ წლამდე დაემშვიდობა თანამშრომლებს.
„რაც შეეხება იმ მიზეზს, რაც მედიით ვრცელდება, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია“, – განუცხადეს რადიო თავისუფლებას პროკურატურაში.
5 იანვარს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათია მერებაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად „რეჟიმის ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკა“ დაასახელა და თანამშრომლებთან დამშვიდობებისას თქვა, რომ „ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა“.