ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტები, ხინკალი და ლუდი ისევ გაძვირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს დეკემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რესტორანში ხინკლის ფასი 12.4%-ით ხოლო ლუდის 11,3%-ით გაიზარდა.
ამავე მონაცემების მიხედვით, ინგრედიენტების ღირებულება, რომელიც ხინკლის მომზადებას სჭირდება, საანგარიშო პერიოდში შემდეგნაირად განისაზღვრა: ძროხის ხორცის ფარში 3%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი – 2,3%-ით, მწვანილის 117.5%-ით, ხახვის 8.8%-ით; ხოლო, ფქვილი 0.8%-ით, ღორის ხორცი კი 1,5%-ით გაიაფდა.