ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას შსს-შიც ადასტურებენ.
„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მიყენებული ჭრილობის შედეგად განძაში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
ორივე შემთხვევაზე სავარაუდო დამნაშავეები დაკავებულები არიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს