“არ ვიცოდი ჩემი მეუღლის უკრაინული რომანის შესახებ: როგორ გამოიყურება სააკაშვილის ცოლი და რა არის ცნობილი მის შესახებ“ – ამ სათაურით უკრაინული “ტელეგრაფი“, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ყოფილ პირველ ლედიზე სტატიას აქვეყნებს.
სტატიის შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ:
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია. პოლიტიკოსს ოთხი შვილი ჰყავს სამი სხვადასხვა ქალისგან, თუმცა ის ოფიციალურად მხოლოდ სანდრა რულოვსზე იყო დაქორწინებული.
“ტელეგრაფმა” გადაწყვიტა გაერკვია, როგორ გამოიყურება ახლა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, სად არის და რას საქმიანობს ქალი.
გამოცემა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი 1993 წელს შეხვდა სანდრა რულოვსს, რომელიც ნიდერლანდებიდანაა. ეს მოხდა სტრასბურგში (საფრანგეთი) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში, სადაც ქალი ასწავლიდა ადამიანის უფლებათა კურსს.
იმავე წელს სანდრა გადავიდა ნიუ-იორკში და დაიწყო მუშაობა კოლუმბიის უნივერსიტეტში და ჰოლანდიურ ადამიანის უფლებათა ფირმაში. 1996 წელს სანდრა სააკაშვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, სადაც მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში და ნიდერლანდების სამეფოს საკონსულოში, თბილისში.
განაგრძეთ კითხვა