სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრების ამოჭრაზე, “ვისოლი” განცხადებას ავრცელებს – ინფორმაციას “ტვ პირველი”ავრცლებს. მათი ინფორმაციით, ტელეკომპანიისთვის მიწერილ პასუხში კომპანია წერს, რომ მსახიობთან კონტრაქტი 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით ჰქონდათ.
“ვისოლი” ამბობს, რომ კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არ არის დაკავშირებული და რომ მომავალშიც სიამოვნებით ითანამშრომლებენ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან.
“მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა “ვისოლის” ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში. რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი. ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყებების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით. შესაბამისად, კომპანიამ
მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი, მტკნარი სიცრუა და დეზინფორმაცია. აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია მომავალშიც, ნებისმიერ დროს, სიამოვნებით ითანამშრომლებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან”, – ნატქვამია “პირველებისთვის” გამოგზავნილ პასუხში.