რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
„სამი დღეა მარტო ვარ სახლში.
ტრადიციულად ახალ წელს ან მაღვიძებენ, ან სროლის შემდეგ ვიძინებ! სრულიად ფხიზელი!..
მეგობრები და ეროვნული თეატრის მსახიობები ალბათ ახალ წელს და ბედობას საზეიმო მაგიდასთან ღვთებიან! ვიცი, რომ დღესაც აგრძელებენ ზეიმს!
მაგრამ მე არავინ მეძახის! ვარ ჩემთვის მეუღლესთან ერთად!..
სხვა თეატრების არანაკლებ ნიჭიერი მსახიობებიც, გაყუჩებულნი მრავალჟამიერს ომახიანად მღერიან, მაგრამ მათი იმედი არ მაქვს, თავის ხელმძღვანელებს, აშკარად რომ ვერ მიტანენ, არ აწყენინებენ !
სიყრმის მეგობრებმა კი სამუდამოდ მიმატოვეს, ამიტომ სინდისი მკლავს, ასე დიდხანს რომ გავუძელი ამ გადარეულ სამყაროს!
ხუმრობა ხომ არ არის – 86 წელი!
მახსოვს გიგლა ფირცხალავას კარიკატურა: მრავალსართულიან სახლში დიდი ღრეობაა, უამრავი ხალხი მაგიდასთან! გვიანი ღამეა – ქალაქს სძინავს! მოპირდაპირე აივანზე, გადაღლილი კაცი მაისურში კივის:
“ან დამაძინეთ, ან დამპატიჟეთ!!!”
უფალო, იქნებ ვინმემ დამპატიჟოს!“- წერს რობერტ სტურუა.